2026 წლის მუნდიალის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში სერბეთმა საკუთარ მოედანზე ალბანეთთან პრინციპული მატჩი 0:1 დათმო, რაც მასპინძელთა დამრიგებლის რანგში მთავარი მწვრთნელის დრაგან სტოიკოვიჩისთვის ბოლო აღმოჩნდა.
მან მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ფედერაციის პრეზიდენტთან და გენერალურ მდივანთ საუბრის შემდეგ, თანამდეობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და შედეგზე პასუხისმგებლობა მთლიანად მას ეკისრება.
სტოიკოვიჩი სერბეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი 2021 წლიდან მოყოლებული იყო. ახლა სერბეთისთვის მუნდიალზე მოხვედრა გაცილებით გართულდა, რადგან ალბანეთი მე-2 ადგილზე დამკვიდრდა და გუშინდელ მეტოქეს 4 ქულით გაასწრო, თუმცა სერბებს 1 მატჩით ნაკლები აქვთ გამართული.
· მწარე სერბეთ-ალბანეთის თამაში უტოლდება საქართველო-რუსეთის, ან უკრაინა-რუსეთის თამაშს თავისი პრინციპულობით.
თურქეთმა ბულგარეთი გაანადგურა
“თქვენ მე რონალდო გგონივართ?” – მაჰრეზის პასუხი ჟურნალისტის შეკითხვაზე
