„პასკაში არაფერ ზედმეტს არ ვიყენებ. არ მაქვს „გატორტებული“ პასკები“ – „ფუსფუსი & სენდვიჩი“

სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილი, აღდგომის კვერცხთან ერთად სააღდგომო პასკაა. დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად სხვადასხვა საკონდიტროს თუ ქსელური მაღაზიების მხრიდან პასკებზე შეთავაზებები სულ უფრო აქტიურდება.
„კომერსანტი“ დაინტერესდა როდიდან დაიწყო და რამდენი პასკის წარმოებას აპირებს სტარტაპ ბიზნესი -„ფუსფუსი & სენდვიჩი“.
„ფუსფუსი & სენდვიჩის“ დამფუძნებლის, ნათია ყურშუბაძის თქმით, სარეალიზაციოდ პასკებს 2021 წლიდან ამზადებს. რეცეპტი კი საოჯაროა და დაახლოებით 50 წელს ითვლის. რაც შეეხება მოთხოვნას, საკმაოდ დიდია როგორც კორპორატიული, ასევე ინდივიდუალური შეკვეთები.
წელს დაახლეობით 1000 პასკის დამზადება იგეგმება და სარეალიზაციო პასკები კაფეშიც განთავსდება. მათი ფასი 29 ლარია.
„პასკებს დაარსების დღიდან, 2021 წლიდან ვამზადებ. რეცეპტი უნიკალურია, საოჯახოა და დაახლოებით 50 წელს ითვლის. წელს, ვინაიდან კაფე გავხსენი, პასკები კაფიდანაც გაიყიდება.
ჩემი მომხმარებლები დაახლოებით თვე-ნახევრით ადრე მიკვეთავეენ პასკებს სადეგუსტაციოდ, სანამ სააღდგომოდ შეიძენენ (ვერ ითმენენ აღდგომამდე). ეს ეტაპი უკვე გავიარე და ახლა უკვე დაწყებული მაქვს სააღდგომო პასკების სამზადისი.
წელს, სააღდგომო პერიოდისთვის დაახლოებით 1000 პასკის გამოცხობა იგეგმება.
რაც შეეხება სახეობებს, პასკა ჩემთვის არის წმინდა, ხელუხლებელი და მხოლოდ და მხოლოდ კლასიკური, ქიშმიშიანი პაკა მაქვს. მასში არაფერ ზედმეტს არ ვიყენებ. არ მაქვს „გატორტებული“ პასკები.
მხოლოდ 600 გრამიან პასკებ ვაცხობ, რომელთა ფასიც 29 ლარია“.
„ფუსფუსი“, როგორც საოჯახო ბიზნესი, 2021 წელს შეიქმნა. დროთა განმავლობაში განვითარდა და რამდენიმე დღის წინ კაფეს – „ფუსფუსი & სენდვიჩი“ სახით გამოჩნდა, სადაც 2 ადამიანია დასაქმებული. კაფის გასახსნელად საჭირო კაპიტალმა 35 000 ლარი შეადგინა.