“პარტიული ელიტა გახარებული აცხადებდა, რომ როკის გვირაბის მეშვეობით გზა საქართველოდან რუსეთისკენ 8 საათით შემცირდებოდა… აბა, მაშინ ვინ წარმოიდგენდა, რომ …”

ენგურის კაშხლის, როკის გვირაბის გახსნა, ომები, თვითმფრინავის აფეთქება…

ცნობილი ქართველი ჟურნალისტის თვალით დანახული რეალობა…

“…როდესაც ჩემი ფირი გამჟღავნდა და დამონტაჟდა, ძალიან შთამბეჭდავი გამოვიდა… აყრილი სოფლები საერთოდ არ გადამიღია, ისინი საზეიმო ვითარებასთან არ იყო მორგებული და ვიცოდი, მაინც არ აჩვენებდნენ. სულგანაბული ველოდი სიუჟეტის ეთერში გასვლას. მით უმეტეს, ამხელა აუდიტორია ნახავდა – პროგრამა “ვრემიას” 185 მილიონი ადამიანი უყურებდა…” – ცნობილი ჟურნალისტი ნანა ღონღაძე ენგურჰესის გახსნის პერიოდს იხსენებს…

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში “გზა” დაიბეჭდა:

“1978 წლის გაზაფხულზე პირველად გამოვჩნდი კადრში და ტექსტიც თავად გავახმოვანე… ფირზე მომავალი წყალსაცავის აღბეჭდვა გვინდოდა. ჯერ ცარიელი იყო, მომზადებული ქვაბული უნდა გადაგვეღო, რომელიც მდინარე ენგურის წყლით აივსებოდა. დღეს უკვე ცნობილია, რომ ის ქალაქ ჯვართან, ზემო-სვანეთის რეგიონში მდებარეობს, კავკასიაში ყველაზე დიდია, სიგრძით 30 კილომეტრი, ხოლო სიღრმით 226 მეტრი… მაშინ ეს ყველაფერი არ იყო აშენებული. ჩვენ რომ ჩავედით, წყალსაცავის ფსკერზე დაცარიელებული სახლები, ქუჩები და ბაღები დაგვხვდა. ძალიან სევდიანი სურათი იყო. თან ქარი ქროდა და ერთ-ერთ სოფლის ქუჩაზე ქაღალდის ფურცელს ჰაერში აფრიალებდა. დანარჩენი ყველაფერი უსულოს შთაბეჭდილებას ტოვებდა. გული შემეკუმშა…”

“ვფიქრობ, საბჭოთა პერიოდში რუსეთთან შეერთების სურვილიც არა აფხაზური ენის სტატუსი იყო ან დამოუკიდებლობა, არამედ კომერცია. სანამ საქართველოს რესპუბლიკა ხილის ჩაბარების გეგმას არ შეასრულებდა, რუსეთში ციტრუსების გატანა იკრძალებოდა და აფხაზებში ეს დიდ უკმაყოფილებას იწვევდა…”

“ჩვენი პარტიული ელიტა გახარებული აცხადებდა, რომ როკის გვირაბის მეშვეობით გზა საქართველოდან სკენ 8 საათით შემცირდებოდა… აბა, მაშინ ვინ წარმოიდგენდა, რომ 2008 წელს ამ გვირაბიდან რუსების ტანკები შემოვიდოდნენ?..”

ვრცლად