პარტიები, რომლებსაც მოსწონთ პრეზიდენტის ინიციატივა „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“

საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ნაწილმა მოიწონა პრეზიდენტ ს ინიციატივა, რომლის შესახებ მან დღეს, 6 თებერვალს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ახსენა.
კერძოდ, პრეზიდენტი ქმნის „ერთობის პლატფორმას ევროპისთვის“. მან პოლიტიკური სპექტრისა და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებული პირები მიიწვია აღნიშნულ ინიციატივაში მონაწილეობისთვის.
პრეზიდენტის ინიციატივას ერთ-ერთი პირველი “ნაციონალური მოძრაობა” გამოეხმაურა და მიესალმა.
“ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სახელით მინდა დაგიდასტუროთ მზაობა, მონაწილეობა მივიღოთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაში, რადგან ჩვენთვის უმთავრესია არა პარტიული, არამედ ქვეყნის ევროპული და შესაბამისად, ეროვნული ინტერესი და მიგვაჩნია, რომ ერთიანი ძალისხმევა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ არჩევნების წინ, რომელიც ქვეყანას ელოდება და რომელმაც აუცილებლად უნდა მოიტანოს ცვლილება”, — განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ კონსულტაციებში ჩართვის მზაობა გამოთქვა “სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა” მაც. მისი თქმით, ახლა საზოგადოებას უნდა, რომ ოპოზიციურ ფლანგზე გამაერთიანებელი შინაარსი იპოვოს.
თუმცა ვაშაძის თქმით, დიდი ერთობისთვის, ერთიანობისთვის მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ს გათავისუფლებაზე იფიქროს.
“მზად ვართ, ამ კონსულტაციებში მივიღოთ მონაწილეობა, რადგან ვფიქრობთ, რომ ამოცანაა იმდენად დაჩქარებული წესით გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ყველა განსხვავება, რაც ოპოზიციურ ფლანგზეა, უნდა დავივიწყოთ. უნდა წავიდეთ იმ გზით, რასაც საზოგადოება გვთავაზობს” — განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
პრეზიდენტთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს პარტია “ლელოშიც”. როგორ პარტიის წევრმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, „ლელო იყო აქტიურად ჩართული ყველგან, სადაც ევროპული საქმე კეთდებოდა“.
“ლელო” არ მონაწილეობდა იქ, სადაც ევროპული საქმის იმიტაცია იყო და არც ხვალ მიიღებს მონაწილეობას ამაში, იმიტომ, რომ ეს არის სახელმწიფოებრივი საქმე. პრეზიდენტის შემოთავაზებას მივესალმებით”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პრეზიდენტის შეთავაზება მისაღებია პარტია “მოქალაქეებისთვისაც”. როგორც პარტიის ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა,
“მზად ვართ, მივიდეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ან სადაც იქნება ეს პლატფორმა, ჩვენი მოსაზრებებიც ვთქვათ და სხვებსაც მოვუსმინოთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეგ საქმე ერთობისკენ წავიდეს, თუმცა სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რადგან ჩვენს ოპოზიციონერ ლიდერებს მოუთოკავი ამბიციები აქვთ”, — განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
რაც შეეხება მმართველ პარტიას, აქ პრეზიდენტის ინიციატივას “მორიგი რადიკალური ოპოზიციური პარტიის შექმნის ანონსი” უწოდეს.
როგორც ირაკლი მ განაცხადა, “ქართული ოცნება” პრეზიდენტის შეთავაზებით დაინტერესებული არაა.
“[პრეზიდენტმა] რეალურად დაადასტურა, ის გეგმები, რაზეც ვსაუბრობდით, აშკარად აპირებს შექმნას ფსევდო შუაშისტური პოლიტიკური ძალა, ამისთვის ის სექტემბერში გადადგება და არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას”, — განაცხდა მ.
სხვა პარტიების პოზიცია ამ საკითხზე ჯერ ცნობილი არაა.
პლატფორმის ჩამოყალიბების მიზნით სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დააარსებს საკოორდინაციო ცენტრს, „რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოყალიბებას“.
ზურაბიშვილის თქმით, ამ მიზნით მომავალ დღეებში აპირებს მოიწვიოს პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებული პირები.

ასევე დაგაინტერესებთ