„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის” (ISSA) საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით, ამ შაბათს რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები იმართებოდეს, 25,1% (ალოკაციით 31,5%) „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას.
10,3%-ით (ალოკაციით 18%) მეორე ადგილზეა „კოალიცია ცვლილებებისთვის“. 8,5%-ია (ალოკაციით, 14,9%) „ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი. 6,3% (ალოკაციით 11%) აცხადებს, რომ „ძლიერ საქართველოს“ მისცემდა ხმას, 5,4% (ალოკაციით 9,5%) კი — „გახარიას საქართველოსთვის“.
გამოკითხულთა 18%-ზე მეტმა თქვა, რომ ურჩევნია, ამ კითხვას არ უპასუხოს, დაახლოებით 14%-მა კი არ იცის, ვის მისცემდა ხმას.
ამასთან, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი (51.3%) აცხადებს, რომ არჩევნებში ხმა ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას მისცა, ხოლო დაახლოებით მესამედი (32%) ადასტურებს „ქართული ოცნებისთვის” ხმის მიცემას. საკუთარ არჩევანს არ ამჟღავნებს 17%-მდე.
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) კვლევა 2025 წლის 18-30 იანვარს, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. გამოიკითხა 2000 რესპონდენტი, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. რესპონდენტები შეირჩნენ ოჯახებში შემთხვევითი წესით. კვლევის შედეგები უზრუნველყოფს ±2.2% შერჩევის ცდომილებას მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/01/ქეთი-ქურდოვანიძე-300x207.jpg)