პარტიების ნაწილი მზადაა შეუერთდეს პრეზიდენტის “ქართულ ქარტიას”

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილმა, უკვე დაადასტურა, რომ შეუერთდებიან საქართველოს პრეზიდენტის, ს მიერ ინიციირებულ გეგმას სახელწოდებით “ქართული ქარტიას”.
საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლის წინ დამოუკიდებლობის აღსანიშნავ ღონისძიებაზე წარმოადგინა გეგმა რომელიც, საარჩევნოდ “არ გულისხმობს არც ერთიან სიას და არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ გაერთიანებებს” . ამ ღონისძიებას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც ესწრებიდნენ.
პარტია “ახლის” ერთ-ერთი ლიდერის ს განცხადებით სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიციირებულ ტექსტში მიუღებელი არაფერია და პარტია მას შეურთდება „ახალი” ქარტიას ხელს მოაწერს”, – თქვა ნიკა გვარამიამ.
პარტია “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის ს ძალიან დადებითად აფასებს ქარტიის სულისკვეთებას “აპრიორი შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ და ყველა პასუხისმგებელი პოლიტიკური ძალა უნდა შეუერთდეს ამ გზავნილს”.
“ლელოს” წარმომადგენლის ბადრი ჯაფარიძის თქმით “ეს არის სწორედ მკაფიო გეგმა”, “ლელო” აუცილებლად შეუერთდება ქარტიას, ვინაიდან ის შეესაბამება მთავარ მიზანს, რომელიც ახლა საზოგადობას და ყველა პროევროპულ პარტიას აქვს, რომ ქვეყანა დაბრუნდეს ევროინტრეგაციის გზაზე ძალიან სწრაფად და ქარტია იძლება ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის გარანტიას მისი შესრულების შემთხევევაში”.
პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა „ქართული ქარტიის“ სახით კიდევ ერთხელ წარმოადგინა ძალიან სწორი, დროული და სასარგებლო ხედვა: „ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რაც სჭირდება საქართველოს ყველა მოქალაქეს. ამიტომ მე დღესვე, ამ წამსვე ორივე ხელით ვაწერ ხელს სალომე ზურაბიშვილის მიერ შეთავაზებულ ქარტიას“.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის ს, თქმით „მნიშვნელოვანია, რომ ამ ბრძოლაში სააკაშვილი იყოს გარეთ. იმედია, პრეზიდენტი აცნობიერებს ამას“ მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს პარტიაში პოზიციების შეჯერებისა და მოლაპარაკებების შემდეგ.
„ქართული ქარტის“ ფარგლებში პრეზიდენტი პოლიტიკურ პარტიებს იმ საკითხებზე შეჯერებას სთავაზობს, რომელთა შესრულება აუცილებელია ევროპული ინტეგრაციისთვის, ქვეყანაში დემოკრატიისა და სამართლიანი სახელმწიფოს დამკვიდრებისთვის.
ზურაბიშვილის განცხადებით „ქარტიის“ შესრულებისა და ნდობის აღდგენისთვის უნდა შეიქმნას ახალი პოლიტიკური რეალობა, ამისათვის, მისი თქმით, საჭიროა სხვანაირი ერთობა, სხვანაირი პარლამენტი, სხვანაირი არჩევნები და სხვანაირი მთავრობა.
სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, დოკუმენტის თანახმად, „ქართულ ქარტიაში“ ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა. ის თავისი არსითა და სულისკვეთებით ასევე ემსახურება იმ მთავარი ნაბიჯების გადადგმას, რომლებსაც დღეს საზოგადოებისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს.
ნაბიჯები, რომლის შესრულების ვალდებულებას ამ ქარტიაზე ხელმომწერნი იღებენ, ასევე ეხმიანება ევროპული რეკომენდაციის 9 პუნქტს.