“პარტიების დაფინანსება მთავრობის მხრიდან არ უნდა კონტროლდებოდეს” – რატომ არ ეთანხმება ოპოზიცია დაფინანსების წესის ცვლილებას

საპარლამენტო ოპოზიცია პოლიტიკური დაფინანსების წესის ცვლილებას არ ეთანხმება. “გირჩის” წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, რომ პარტიების დაფინანსების საკითხი მთავრობის მხრიდან არ უნდა კონტროლდებოდეს.
“ცხადია, ასეთი მოთხოვნები იყო და სთხოვდნენ “ქართულ ოცნებას”, რომ პარტიების დაფინანსება უნდა კონტროლდებოდეს. ეს მოთხოვნები არა მარტო შიდაპოლიტიკურ ამბავში იყო, არამედ გარეთაც გავიდა. ევროპელებმაც კი დაუჭირეს მხარი, ისეთი ერთსულოვნება იყო ოპოზიციაში, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, მათ შორის, ჩვენი. მგონი, ახლა უკვე ყველა ხვდება, რამდენად აბსურდულია ეს შეზღუდვები და, იმედია, არა მარტო ამ კონკრეტულ შეზღუდვაზე იქნება საუბარი, არამედ დაიწყება დისკუსია, რომ პარტიების დაფინანსება არ უნდა კონტროლდებოდეს მთავრობის მხრიდან,”- აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.
“ევროოპტიმისტების” თავმჯდომარე ამბობს, რომ, ამ ცვლილებებით, არსებითად, არაფერი იცვლება და ამიტომ, ამ გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერენ.
“არსებითად არაფერი იცვლება არც ოპოზიციისათვის და არც “ქართული ოცნებისათვის”, ამიტომ ამ გადაწყვეტილებას ჩვენ მხარს არ დავუჭერთ იმ მოსაზრებით, რომ ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანაში რატომ არ უნდა იყოს იურიდიული პირები, რა თქმა უნდა, შეზღუდული ჭერით, ისევე, როგორც ფიზიკური პირები, პოლიტიკური პარტიების დამფინანსებლები. რაც შეეხება “ვენეციის კომისიის” რეკომენდაციას – კი ბატონო, “ქართულ ოცნებას” აქვს საკმარისი ხმები, შეასრულოს ეს რეკომენდაცია და, ამ შემთხვევაში, ევროკავშირის მოთხოვნების რაღაც ნაწილი იქნება შესრულებული,” – აცხადებს .

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე BBC-ის რეპორტაჟის დეტალებზე: ყველა ის პირი, რომლის მიმართ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურდება, რომ მიზანმიმართული ქმედებით უხეშად აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და მიმართულია სახელმწიფო ინტერესების ხელყოფისაკენ – კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება

სახელმწიფო მდივნის მოადგილე: არ შეგვიძლია თავი მოვიკატუნოთ, რომ პარტნიორები ვართ, ვიდრე ევროპის ქვეყნები ბრიუსელში ევროკავშირის ბიუროკრატიას ცივილიზაციური სუიციდის პოლიტიკის გატარების უფლებას აძლევენ