პარტია „საქართველოსთვის“ – თითოეულ მუსლიმ მოქალაქეს ვულოცავთ რამაზან-ბაირამის დღესასწაულს

პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები საქართველოს თითოეულ მუსლიმ მოქალაქეს რამაზან-ბაირამის დღესასწაულს ულოცავენ.
როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რამაზან-ბაირამი შერიგების, სითბოს, სიყვარულის და ერთმანეთზე ზრუნვის დღესასწაულია.
„ჩვენს თითოეულ მუსლიმ მოქალაქეს ვულოცავთ რამაზან-ბაირამის დღესასწაულს. ეს შერიგების, სითბოს, სიყვარულის და ერთმანეთზე ზრუნვის დღესასწაულია. ჩვენ ამ ქვეყნის ერთობლივი მსახურების უნიკალური, მრავალსაუკუნოვანი, სამაგალითო ისტორია გვაქვს.
გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას და სიხარულს თქვენ, თქვენს ოჯახებსა და სრულიად საქართველოს!“, – აღნიშნულია პარტია „საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

“ფოტო გადაღებულია დილის 6 საათზე, მეტროს ვაგონში, 40 მჯდომიარე ადამიანიდან ორმოცივე ქალბატონია, ასაკი 60 დან ზევით… არ ვიცი ამ დროს კაცები რას ვშვებით, მაგრამ ამ ფოტოზე მე მხოლოდ გაყინულ ნაოჭებს ვხედავ, ქუჩაში გამოსულს, ლუკმა პურისთვის…”

დიმიტრი მედვედევი უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებზე – თუ საბრძოლო მოქმედებები დასრულდება, საუკეთესო შემთხვევაში, შეძლებენ გაქცევას რომელიმე ქვეყანაში, უარეს შემთხვევაში კი, მათივე ხალხი სადმე მაიდანზე ჩამოახრჩობს