პარტია „გირჩი-დროას“ ოფისი სამართალდამცველებმა დატოვეს. ისინი შენობაში რამდენიმე საათის განმავლობაში ჩხრეკას ატარებდნენ.
როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ლემონჯავამ აღნიშნა, ოფისიდან ამოღებულ ნივთებს შორისაა კვერცხები, ფოიერვერკი.
ის ჩხრეკას დაწყებულ საპროტესტო აქციებს უკავშირებს, თუმცა განმარტავს, რომ ამით მათ ვერ შეაშინებენ და აქციებზე უფრო მეტი ადამიანი გავა. ამ ეტაპზე უცნობია, რას უკავშირდება პარტიის ოფისში ჩატარებული ჩხრეკა. მანამდე, პარტია „დროას“ ოფისთან, სადაც პოლიცია ჩხრეკას ატარებდა, სამართალდამცველებმა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
ფაქტს წინ უძღოდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება.