პარტია „გახარია საქართველოსთვის“ – დროებითი საგამოძიებო კომისია არის არა მართლმსაჯულების აღსრულებისა და დაზარალებულებისთვის სამართლიანობის აღდგენის რეალური გზა, არამედ პოლიტიკური სპეკულაცია და ხელოვნურად დადგმული ფარსი

„ოცნების“ მიერ ინიცირებული დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც თითქოს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 2012 წლამდე ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს, არის არა მართლმსაჯულების აღსრულებისა და დაზარალებულებისთვის სამართლიანობის აღდგენის რეალური გზა, არამედ მორიგი პოლიტიკური სპეკულაცია და ხელოვნურად დადგმული ფარსი, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაშია აღნიშნული.
პარტიაში აღნიშნავენ, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ნება სამართლიანი გამოძიება რომ იყოს, კომისიამ, პირველ რიგში, უნდა დაიბაროს და გამოკითხოს „ოცნების“ ის წევრები და მოქმედი თანამდებობის პირები, რომლებიც თავის დროზე წინა ხელისუფლების ძალადობრივ რეჟიმს ემსახურებოდნენ ან/და აფინანსებდნენ.
„ოცნების“ მიერ ინიცირებული დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც თითქოს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 2012 წლამდე ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს, არის არა მართლმსაჯულების აღსრულებისა და დაზარალებულებისთვის სამართლიანობის აღდგენის რეალური გზა, არამედ მორიგი პოლიტიკური სპეკულაცია და ხელოვნურად დადგმული ფარსი.
„ოცნების“ პოლიტიკური ნება სამართლიანი გამოძიება რომ იყოს, კომისიამ, პირველ რიგში, უნდა დაიბაროს და გამოკითხოს „ოცნების“ ის წევრები და მოქმედი თანამდებობის პირები, რომლებიც თავის დროზე წინა ხელისუფლების ძალადობრივ რეჟიმს ემსახურებოდნენ ან/და აფინანსებდნენ.
ჩვენი პოლიტიკური გუნდი საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას „ოცნების“ ცრუ პროპაგანდის საპირწონედ,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს