პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ინფორმაციით, მოიპოვეს დოკუმენტები, საიდანაც ირკვევა, რომ კიკეთში მდებარე სატყეო ზონის სტატუსის მქონე ტერიტორია, შესაძლოა, მმართველ გუნდთან დაახლოებულ პირს გადაეცეს

პარტია „ ხალხისთვის“ ინფორმაციით, პარტიამ მოიპოვა დოკუმენტები, საიდანაც ირკვევა, რომ დაბა კოჯორში, სოფელ კიკეთში მდებარე სატყეო სტატუსის მქონე ტერიტორია, შესაძლოა, „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულ პირს გადაეცეს.
როგორც პარტიის საკრებულოს დეპუტატმა ნინო წულაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, მას ინფორმაცია მიაწოდა კიკეთის მცხოვრებმა მარინა ქოჩლაძემ, რომელსაც აღნიშნული ადგილის აუქციონის გზით შესყიდვა ჯერ კიდევ 2014 წლიდან სურდა.
„ადგილობრივ მოსახლესთან საუბრისა და მის მიერ მოწოდებული დოკუმენტების საფუძველზე ირკვევა, რომ კიკეთში მდებარე აღნიშნული ტერიტორია სატყეო ზონის სტატუსს ატარებს. მიუხედავად მარინა ქოჩლაძის სურვილისა – შეეძინა ეს ადგილი, მოქალაქის თქმით, გამოიკვეთა, რომ ქონების მართვის სააგენტომ მისთვის ხელის შეშლა დაიწყო. ამის საფუძველზე გაჩნდა გონივრული ეჭვი, რომ ამ ტერიტორიას ხელისუფლება თავისთვის ინახავდა.
მოქალაქის მონაყოლიდან და დოკუმენტებიდან ჩნდება ვარაუდი, რომ სატყეო ზონისთვის აპირებენ სტატუსის შეცვლას, მისი გასხვისების შემდეგ.
რაც შეეხება დაინტერესებულ პირს, ქონების მართვის სააგენტოს ცნობით ეს არის ბესიკ აბესაძე, რომელიც სავარაუდოდ მერიასთან დაახლოებული პირია. ის ყიდულობს სატყეო და რეკრეაციულ ზონებს და შემდეგ ითხოვს სხვა ადგილებში ადგილმონაცვლეობას“, – აცხადებს ნინო წულაძე.
აღნიშნულ ინფორმაციას პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ