პარტიის “ანა დოლიძე-ხალხისთვის” წევრებმა კონკურენციის ეროვნულს სააგენტოს, გაზრდილ სამედიცინოს საფასურთან დაკავშირებით წერილობით მიმართეს.
პარტია „ხალხისთვის“ მდივანი, მარიამ კუკავა აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ შესაბამისი ღონისძიებები გაატაროს, რადგან დიდი თანხების გადახდა საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ შეუძლია.
„ქვეყანაში სამედიცინო მომსახურებაში კრიტიკულად გაზრდილია ფასები, ამასთან დაკავშირებით პარტია „ხალხისთვის“ წევრები მოვედით კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში, საიდანაც გამოვითხოვთ ინფორმაციას, თუ რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს კონკურენციის ეროვნული სააგენტო და ჩვენ დაველოდებით მათგან პასუხს. ფაქტობრივად ყოველდღე ჩვენი მოქალაქეებისაგან შემოგვდის წერილები, რომ სამედიცინო მომსახურება არის კრიტიკულად გაზრდილი. ადამიანს, რომელსაც 300-500 ლარი აქვს ხელფასი და ის იძულებულია ავადმყოფობის დროს გადაიხადოს 80 ლარი ექიმთან ვიზიტში, რა თქმა უნდა, ეს მისთვის შეუძლებელია, სწორედ, ამიტომ არის საქართველოში, რომ ავადმყოფობით მრავლად ჩვენი მოქალაქეები იღუპებიან. პარტია „ხალხისთვის“ ამ პრობლემას მივყვებით ბოლომდე. დაველოდებით კონკურენციის ეროვნული სააგენტოს პასუხს, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს ამასთან დაკავშირებით“, – აცხადებს პარტია „ხალხისთვის“ მდივანი, მარიამ კუკავა.
აღნიშნულ ინფორმაციას ანა დოლიძის პარტია „ხალხისთვის“ ავრცელებს.