პარტიამ „ხალხის ძალა“ გადავწყვიტეთ დავტოვოთ საპარლამენტო უმრავლესობა და ამით სათავე დავუდოთ საქართველოშიო ჯანსაღი ოპოზიციის არსებობას

პარტია „ხალხის ძალა“ ოპოზიციაში გადადის. ამის შესახებ პარტიის წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან გააკეთა განცხადება. მისი თქმით, „ხალხის ძალა“ ამით სათავეს დაუდებს ქვეყანაში ჯანსაღი ოპოზიციის არსებობას.
„საქართველოში არის ის პრობლემა, რომ პრაქტიკულად არ არსებობს ოპოზიცია, არ არსებობს ის ჯანსაღი ძალა, რომელმაც უნდა შეასრულოს ოპოზიციის როლი – ეკამათოს ხელისუფლებას ქვეყნის განვითარებისათვის და აკრიტიკოს ხელისუფლება ქვეყნის წინსვლისთვის. ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ ოპოზიციას შევარქვით რადიკალური, მაგრამ ამანაც არ უშველა. შესაბამისად, საქართველოში ჩვენ დღეს გვყავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და უცხოური ძალების მიერ დაფინანსებული ე.წ. რადიკალური ოპოზიცია.
გამომდინარე აქედან, ჩვენმ, პოლიტიკურმა პარტიამ „ხალხის ძალა“ გადავწყვიტეთ დავტოვოთ საპარლამენტო უმრავლესობა და ამით სათავე დავუდოთ საქართველოშიო ჯანსაღი ოპოზიციის არსებობას. ჩვენ დავანახებთ საზოგადოებას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ (რაც არის სამწუხაროდ დავიწყებული), როგორი უნდა იყოს ჯანსაღი ოპოზიცია, როგორი უნდა იყოს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც პარლამენტშია, არ არის ხელისუფლებაში, მაგრამ სურს იღვაწოს საქართველოს ინტერესებისთვის.“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში