პარლამენტში ჩხუბია — დაგეგმილია რუსული კანონის განხილვა

გასულ ღამეს მშვიდობიანი მანიფესტაციის რამდენიმესაათიანი დარბევის შემდეგ დღეს, პირველ მაისს, საკანონმდებლო ორგანოში რუსული კანონის მეორედ მოსმენაა დაგეგმილი.
პარლამენტში მივიდა ენმ-ის სასტიკად ნაცემი ლიდერი, დეპუტატი , რომელსაც პოლიცია გაუსწორდა ფიზიკურად.
პარლამენტში დღესაც აკრძალულია ყველა მედიის მუშაობა, გარდა ტელევიზიებისა. ასევე, სასესიო დარბაზში შესვლა შეუზღუდეს ტელევიზიებსაც.
სხდომის დაწყება რამდენიმე წუთით შეფერხდა. დეპუტატ თეონა აქუბარდიას თქმით, ამის მიზეზია პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვა, რომელმაც წუხილი გამოთქვა ლევან ხაბეიშვილის ცემის გამო. აღნიშნულს პროტესტი მოჰყვა ოპოზიციის მხრიდან, დაპირისპირებაში ჩაერთნენ უმრავლესობის დეპუტატებიც.
აქუბარდიას ცნობით, ოპოზიციონერებს წიგნი ესროლა უმრავლესობის დეპუტატმა მ.
ოპოზიციონერ დეპუტატებს დარბაზიდან გაძევებით ემუქრება მიკროფონის გარეშე საუბრის საბაბით. გარდა ამისა დეპუტატებს უთიშავს მიკროფონს.
„ცირკს ვერ დაგადგმევინებთ,“ — მიმართა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს და გააფრთხილა.
ოპოზიციონერი და ოცნების დეპუტატები ერთმანეთს პარლამენტის შენობის ფოიეებშიც დაუპირისპირდნენ.
რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების დედაქალაქში ჩამოსვლის ორგანიზება დააჩქარა გუშინ, 30 აპრილს გამართული საპროტესტო აქციის სასტიკმა დარბევამ.
მთელი ღამის განმავლობაში სპეცრაზმი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებდა ცრემლსადენ გაზს, წიწაკის სპრეის, წყლის ჭავლს, სპეცრაზმელები სცემდნენ აქციის მონაწილეებს, მათ შორის, სასტიკად გაუსწორდნენ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს.