პარლამენტში ფასების შემსწავლელი 14-წევრიანი კომისია შეიქმნა

„ქართული ოცნების“ პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისია შეიქმნა.
კომისიას შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს, თავმჯდომარის მოადგილე კი ეკა სეფაშვილი იქნება.
საორგანიზაციო სხდომაზე კომისიის წევრებმა პარლამენტის დროებითი კომისიის დებულება დაამტკიცეს. დებულების თანახმად, კომისიის მიზანია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების ზრდის საკითხის სისტემური, კომპლექსური და ფაქტებზე დაფუძნებული შესწავლა, ფასების ფორმირების მექანიზმების ობიექტური შეფასება და შესაძლო პრობლემური გარემოებების იდენტიფიცირება.
„კომისიის მიზანია, სრულყოფილად შეისწავლოს სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის სექტორები. მნიშვნელოვანია, რომ შესწავლის პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს და სექტორის ლიდერებისგან მოვისმინოთ, თუ რა პრობლემები, გამოწვევებია და როგორ შეიძლება პროცესების ოპტიმიზაცია მოხდეს. იმედს გამოვთქვამ, რომ კონსტრუქციული და საქმიანი შეხვედრების შედეგად, აღნიშნული კომისიის ფარგლებში, მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწევთ“, — განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
მისი თქმით, დროებითი კომისია სამუშაო რეჟიმში საქმიანობას მომავალი კვირიდან გააგრძელებს.
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისია 14 წევრისგან შედგება:
· შოთა ბერეკაშვილი (ქართული ოცნება)
· ნინო წილოსანი (ქართული ოცნება)
· მაია ბითაძე (ქართული ოცნება)
· პაატა კვიჟინაძე (ქართული ოცნება)
· ვახტანგ თურნავა (ქართული ოცნება)
· ზაზა ლომინაძე (ქართული ოცნება)
· გელა სამხარაული (ქართული ოცნება)
· გიორგი შარაშიძე (საქართველოსთვის)
· შალვა კერესელიძე (საქართველოსთვის)
· ქეთევან ბაკარაძე (საქართველოსთვის)
· გურამ მაჭარაშვილი (ხალხის ძალა)
· (ხალხის ძალა)
· ეკა სეფაშვილი (ხალხის ძალა)
· ილია ინჯია (ევროპელი სოციალისტები)
დროებით საპარლამენტო კომისია სამი თვის განმავლობაში იფუნქციონირებს.
„ქართული ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ქვეყანაში სასურსათო ფასების სიძვირე მაღალ ფასნამატს და მოგების მაღალ მარჟებს დაუკავშირა. მან საგამოძიებო უწყებებს მოუწოდა, შეისწავლონ ეს საკითხი. ასევე, მოუწოდა საპარლამენტო კომისიის შექმნისკენ.
შედეგად, სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლა დაიწყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, შეიქმნა სამთავრობო კომისია და პარლამენტში სპეციალური კომისია.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია