პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს განხილვა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების და მის მიერ წარდგენილი კანონპროექტს განხილვა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.
საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მოქალაქეები არიან შეკრებილნი.
პარლამენტში ყველა შესასვლელთან უსაფრთხოების მიზნით მობილიზებულია პოლიცია.

ასევე დაგაინტერესებთ