პარლამენტში მოხსენება მოიცავს ქვეყნის განვითარების ყველა სფეროს, გვექნება საუბარი სამომავლო გეგმებზეც

პარლამენტში მოხსენება მოიცავს ქვეყნის განვითარების ყველა სფეროს, გვექნება საუბარი სამომავლო გეგმებზეც
თებერვალში წარდგენილ ანგარიშში მქონდა საუბარი სამომავლო გეგმებზე, აქედან გამომდინარე, არსებითად, გასული ოთხ-ნახევარი თვის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობას შეეხება ეს ანგარიში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც 28 ივნისს, პარლამენტში მოხსენების წარდგენას ეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საუბარი შეეხება სამომავლო გეგმებსაც.
„ტრადიციულად, ეს მოხსენება მოიცავს ქვეყნის განვითარების ყველა სფეროს, ეს არის საქართველოს მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიში. თებერვალში მქონდა ანგარიში, საუბარი სამომავლო გეგმებზე. აქედან გამომდინარე, არსებითად, გასული ოთხ-ნახევარი თვის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობას შეეხება ეს ანგარიში, რომელსაც წარვადგენ, ასევე – ზოგადად გვექნება საუბარი, მათ შორის, სამომავლო გეგმებზეც, თუმცა უფრო დეტალურად, სამომავლო გეგმებზე გვექნება საუბარი საარჩევნო კამპანიის პერიოდში“, – აღნიშნა ირაკლი მ.
Previous: ჩვენ თანმიმდევრულად განვაგრძობთ წინსვლას ევროინტეგრაციის მიმართულებით და დარწმუნებული ვარ, რომ 2030 წლისთვის საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა

ასევე დაგაინტერესებთ

ხვიჩა კვარაცხელიას გადაეცა ჯილდო, როგორც უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს, საკუთარი საქმიანობით ეს ადამიანები აძლიერებენ ჩვენს ქვეყანას, გააქვთ ქვეყნის სახელი საზღვრებს გარეთ და მათი საქმიანობა იმსახურებს დაფასებას

ზოგ რეკომენდაციას რომ გავყოლოდით, შეიძლება გვქონოდა სწრაფი შედეგი კანდიდატის სტატუსთან, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებასთან დაკავშირებითაც, მაგრამ ვიქნებოდით ფიზიკურად და ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა

ჩვენთვის ვერ იქნებიან დარიგების მომცემნი ის ქვეყნები, ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც არ აქვთ ის გამოწვევები, რომლებიც ჩვენ გვაქვს და რომლებსაც არ გაუვლიათ ის 30-წლიანი ისტორია, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ