პარლამენტში დღეს 2025 წლის ბიუჯეტის პირველად ვერსიაზე იმსჯელებენ

საკანონმდებლო ორგანოში 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიის საკომიტეტო განხილვები იწყება. ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე დეპუტატები დღეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ. ბიუჯეტის პარამეტრებს კანონმდებლებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე წარუდგენს.
ბიუჯეტის ხარჯვითი წილი 2024 წელთან შედარებით 2 მილიარდ 400 მილიონი ლარითაა გაზრდილი და ჯამურად 31 მილიარდ 200 მილიონ ლარს შეადგენს. დაფინანსება იზრდება ყველა მიმართულებით, მათ შორის განათლების და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება 370 მილიონ ლარზე მეტით ეზრდება, სადაც გათვალისწინებულია მასწავლებლების, მანდატურებისა და საბავშვო ბაღის თანამშრომელთა ხელფასების ზრდა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო