პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს – შეიზღუდება ვიზიტორების შესვლა

პარლამენტში დღეს, რუსული კანონის საკომიტეტო განხილვის პარალელურად, უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს – განცხადებას პრესსამსახური ავრცელებს:
„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შეესაბამისად, მიმდინარე წლის 15 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.
დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შეზღუდვა არ შეეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. – აღნიშნულია განცხადებაში.
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” პროექტის განხილვა პარლამენტში დღეიდან იწყება.
პარალელურად დაანონსებულია 2 აქცია.