პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს – მოხსენებით პაპუაშვილი წარდგება

პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიზიტორებს შენობაში შესვლა ეზღუდებათ. შესაბამისი გადაწყვეტილება “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ყოველწლიურ მოხსენებას უკავშირდება.
კერძოდ, პაპუაშვილი დღეს პლენარულ სხდომაზე წლიურ ანგარიშს წარადგენს. უსაფრთხოების ყვითელი დონის ამოქმედების გამო, საკანონმდებლო შენობაში ონლაინ მედია ვერ შევლენ.
“დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის: კომიტეტების და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე – 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციას ჩაუტარა ჭადრაკის პარტია და თავი რომ რაღაც ეგონათ, აჩვენა, ვინ იყო ნამდვილი გროსმაისტერი – 2012 წლის შემდეგ მიიღეს კიდევ 9 დამატებითი ჭადრაკის პარტია და ასე გაგრძელდება