პარლამენტში დღეს ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის განხილვა განახლდება

პარლამენტი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის განხილვას უბრუნდება. ცვლილებებს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავს.
კანონი მათ შორის არეგულირებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ერთნაირსქესიანთა ქორწინება, არასრულწლოვანთა შვილად აყვანა და სქესის შეცვლის ოპერაციები.
ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კანონი პირველი მოსმენით უკვე მიღებულია.
მმართველი გუნდისთვის ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა სწორედ ის ერთ-ერთი საკითხია, რატომაც „ქართულ ოცნებას“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება სურს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – შეიძლება, მარკო რუბიომ მოსინჯა, საქართველო რამდენად და რა ფორმით იქნება მზად, ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს, ირანის ელჩმა კი, ფაქტობრივად, ომი გამოგვიცხადა – არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას რეაგირება ექნება