პარლამენტმა საქართველოს მთავრობა დაამტკიცა

პარლამენტმა საქართველოს მთავრობა დაამტკიცა – მთავრობას ნდობა 84-მა დეპუტატმა გამოუცხადა, მოწინააღმდეგე კი 10 დეპუტატი იყო. საკანონმდებლო ორგანომ მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს კენჭი 8 თებერვლის პლენარულ სხდომაზე უყარა.
მთავრობას ს ნაცვლად ირაკლი უხელმძღვანელებს და ის საქართველოს ახალი პრემიერმინისტრი იქნება. გარდა ამისა, ახალ კაბინეტში მხოლოდ თავდაცვის მინისტრი შეიცვალა და ჯუანშერ ბურჭულაძის ნაცვლად პოსტს ირაკლი ჩიქოვანი დაიკავებს. როგორც 1 თებერვალს კობახიძემ თქვა, ბურჭულაძემ პოსტის დატოვება და პოლიტიკიდან სხვა სფეროში გადანაცვლება თავად მოისურვა.
1-ელ თებერვალს ქართული ოცნების მე-8 ყრილობაზე ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს, ხოლო ირაკლი კობახიძის კანდიდატურა პრემიერმინისტრის თანამდებობაზე წარადგინეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა 29 იანვარს დაადასტურა, რომ პრემიერმინისტრის თანამდებობას მეორედ ტოვებდა და პარტიის თავმჯდომარის პოსტს გადაიბარებდა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებაზე “გუნდთან ერთად” იმსჯელა.