პარლამენტმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით “ამნისტიის შესახებ” პროექტს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით, “ამნისტიის შესახებ” პროექტს მხარი დაუჭირა. პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, მესამე მოსმენით – 81 ხმით, ერთხმად დაამტკიცეს.
მთავრობის პროექტის თანახმად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, პირობითი მსჯავრისგან, სასჯელისგან, აღუსრულებელი ჯარიმისგან თავისუფლდებიან პირები, რომელთაც 2023 წლის პირველ სექტემბრამდე დანაშაულებრივი გზით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლება მოიპოვეს.
ამნისტია მხოლოდ იმ პირზე გავრცელდება, რომელიც 2024 წლის პირველ სექტემბრამდე დანაშაულის ჩადენის შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებულ ზიანს სრულად აანაზღაურებს.
პარტია “საქართველოსთვის” წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, პროცესი, ძალიან დიდი ხანია, ჭიანურდება და რაც უფრო მალე გადაიჭრება საკითხი ქვეყნისთვის მით უკეთესი იქნება.
“ზოგადად, ამ ქვეყანაში, დიდი ხანია, მიწების რეგისტრაცია პრობლემაა. მგონია, რომ გვიანდება ამ საკითხის ერთხელ და სამუდამოდ მოწესრიგება. ეს შენიშვნა ეხება, წინა ხელისუფლებების დროიდან დაწყებული, მათ შორის, იმ პერიოდს, რა პერიოდშიც ჩვენი გუნდი იყო. რაც უფრო მალე მოწესრიგება მიწის რეგისტრაციის საკითხი, არის მნიშვნელოვანი. ამ კუთხით, პრობლემები ძალიან ბევრია. მთავარია, რომ პროცესი სამართლიანად და გამჭვირვალედ წარიმართოს”, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პოლკოვნიკი ლოურენს უილკერსონი: საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კარგად განათლებულია და გესმით რა ხდება. ეს ქაოსი ამერიკის დამსახურებაა. ჩემი აზრით ეს ქაოსი საქართველოში ამერიკის ბრალია, თავი რომ გაგანებოთ ყველაფერი მოგვარდებოდა

ლოურენს უილკერსონი: მე ლონდონს ვაშინგტონის ფინიას ვეძახი, ეს სწორი შეფასება მგონია. ბრიტანეთი სულ მომწონდა, მაგრამ ბოლო დროს მათი შემხედველი დავფიქრდი – საერთოდ უნდა გამიხარდეს თუ არა ბრიტანეთზე საუბარი, ისინი ჩვენ ფინიად იქცნენ

კოალიცია, რომელიც ახლა იკრიბება და მე მას BRICS+-ს ვეძახი, აერთიანებს 60 ტრილიონის მოცულობის მშპ-ს. ეს კოალიცია დაგვამარცხებს, ეს მხოლოდ დროის ამბავია, ჩვენ დამარცხება გვიწერია და ამას ვერც კი ვხედავთ – პოლკოვნიკი ლოურენს უილკერსონი