პარლამენტმა საკანონმდებლო სივრციდან ტერმინის “გენდერი“ ამოღებას, ასევე, „გენდერული თანასწორობის საბჭოების“ გაუქმების ინიციატივას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

საქართველოს საკანონმდებლო სივრციდან ტერმინის “გენდერი“ ამოღებას და მასთან ერთად, პარლამენტსა და მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის საბჭოების გაუქმების ინიციატივას პარლამენტმა მხარი დაუჭირა.
ამ მიმართულებით ცვლილება 16 სხვადასხვა კანონში შედის. საკანონმდებლო პაკეტი დღეს, პირველი მოსმენით, 83 – ხმით მიიღეს.
კანონებიდან ყველა ის ნორმა ამოდის, რომელიც გენდერული თანასწორობის საბჭოების საქმიანობას ითვალისწინებს.
ამასთან, როგორც მმართველი უმრავლესობა აცხადებს, ტერმინი “გენდერი“ “გარედან იყო თავს მოხვეული“ და სწორედ ამ არგუმენტით კანონებიდან “გენდერსა“ და “გენდერულ იდენტობას“ იღებს.
საკანონმდებლო პაკეტის გათვალისწინებით, “გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონს სახელწოდება შეეცვლება და მას “ქალისა და მამაკაცის თანასწორების შესახებ“ კანონი დაერქმევა.
პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, კანონებში არსებული ჩანაწერი “გენდერული საკითხები“ შეიცვლება ჩანაწერით – “ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხები“, ტერმინი “გენდერის ნიშნის შეუწყნარებლობა“ იცვლება “ქალისა და მამაკაცის თანასწორობისადმი შეუწყნარებლობით“, კანონში გამოყენებული სიტყვები “გენდერულად მგრძნობიარე“, შეიცვლება სიტყვებით “სქესის ნიშნისადმი მგრძნობიარე“ და ასე შემდეგ.
“საქართველოს კანონმდებლობაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში, უცხოური გავლენისა და მათი წარმომადგენლების აქტიური ლობირებით, მიზანმიმართულად ხდებოდა ხელოვნური ტერმინის – “გენდერის“ დანერგვა.
აღნიშნული მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პროცესების ერთგვარ ანარეკლს და სახელმწიფოსთვის, რიგ შემთხვევებში, გადაულახავ დაბრკოლებას წარმოადგენდა.
გლობალური ტენდენციების მასშტაბის საილუსტრაციოდ გამოდგება მაგალითი, რომლის თანახმად, -ს წინა ადმინისტრაციის პირობებში სახელმწიფო დეპარტამენტი თანამშრომლებისთვის მიცემული სახელმძღვანელო წესების ერთ-ერთ ბოლოდროინდელ დოკუმენტში უთითებდა, რომ მორიდებოდნენ ისეთი სიტყვების გამოყენებას, როგორიც არის: – “ბიჭებო“, “ქალბატონებო და ბატონებო“, “დედა/მამა“, “ვაჟი/ქალიშვილი“, “ქმარი/ცოლი“, ხოლო ამ სიტყვების ნაცვლად უნდა გამოიყენონ გენდერულად ნეიტრალური შემდეგი სიტყვები: “ყველა“, “ხალხო“, “თქვენ ყველა“, “მშობელი“, “შვილი“, “მეუღლე“, “პარტნიორი“.
აღნიშნული უარყოფითი პროცესები საზღვარგარეთ დღესაც არ კარგავს აქტუალობას, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტად ს არჩევის შემდეგ, სულ უფრო მეტად გააქტიურდა საუბარი აღნიშნული ხელოვნური პროცესის არაკეთილსინდისიერი მოტივებისა და მართულობის შესახებ.
ცხადი გახდა, რომ აღნიშნული იდეოლოგიის ლობირების უკან იდგა არა ადამიანის უფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი, არამედ სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევისა და მათზე გავლენის მოპოვების პრაგმატული გათვლა“, – ასეთია საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორთა განმარტება.
კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან “ქართული ოცნებისა“ და “ხალხის ძალის“ დეპუტატები: – არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, , ვიქტორ ჯაფარიძე, სოზარ სუბარი, ნოდარ ტურძელაძე, , ლევან მაჭავარიანი, რამინა ბერაძე, ირაკლი კირცხალია, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ბერეკაშვილი, გენრიეტა წიწავა, .

ასევე დაგაინტერესებთ