პარლამენტმა ოპოზიციის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი „ჩააგდო“, რომელშიც ოპოზიციის საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის ხელოვნურად შეფერხებაზეა საუბარი

პარლამენტმა ოპოზიციის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი „ჩააგდო“, რომელშიც ოპოზიციის საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის ხელოვნურად შეფერხებაზეა საუბარი და რომლის თანახმად, პარლამენტი კომიტეტებს ოპოზიციის პროექტების დროულად განხილვას ავალებს.
რეზოლუციის პროექტს მხოლოდ 19-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მის წინააღმდეგ ხმა ექვსმა დეპუტატმა მისცა და კენჭისყრის ამ შედეგით, „ჩავარდა“.
რეზოლუციის პროექტი, რომელიც ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ წარადგინა, პარლამენტის 20 თებერვლის პლენარულ სხდომაზე განიხილეს.
რომან გოცირიძის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, მე-10 მოწვევის პარლამენტში ოპოზიციის მიერ წარდგენილი 84 კანონპროექტიდან 64 დღემდე არ განხილულა და ინიცირებული საკითხები განსახილველად არც კომიტეტებში გადის.
გოცირიძემ სესიაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი რამ არც ერთი წინა პარლამენტის საქმიანობის დროს არ მომხდარა.
ოპოზიციის შეფასებით, უმრავლესობა მათ კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით მინიჭებული საკონტროლო უფლებამოსილებების გამოყენების შესაძლებლობას არ აძლევს, მათ შორის, ბლოკავს საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობას.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)