პარლამენტმა „მეწარმეთა შესახებ” კანონში ცვლილების შეტანას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „მეწარმეთა შესახებ” კანონში ცვლილება პირველი მოსმენით – 80 ხმით მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
კანონპროექტის თანახმად, 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულ საწარმოს 2025 წლის 1 იანვრამდე შეუნარჩუნდება შესაძლებლობა უზრუნველყოს სარეგისტრაციო მონაცემების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა, რისთვისაც მან უნდა წარადგინოს დამფუძნებელთა გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება საწარმოს 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული ბოლო წესდებით, საერთო კრების გადაწყვეტილების მისაღებად განსაზღვრული ზოგადი წესით დადგენილი ხმათა რაოდენობით. გარდა ამისა, კანონის პროექტით „მეწარმეთა შესახებ” კანონს ემატება დადგენილი ვადის გახანგრძლივებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულება.
მომხსენებლის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, კანონის ამოქმედების შემდეგ დღის წესრიგში დადგა ამოცანა, რომელიც უკავშირდება ხელახალი რეგისტრაციების საკითხს.
„შესაბამისი ნორმა ითვალისწინებს, რომ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ მანამდე დაარსებულმა კომპანიებმა საკუთარი სარეგისტრაციო მონაცემები შესაბამისობაში უნდა მოიყვანონ ახალი კანონის მოთხოვნებთან. ეს ვადა იწურება მიმდინარე წლის 31 დეკემბერს. ბუნებრივია, ჩვენს მიერ მიმდინარეობდა დაკვირვება თუ რამდენად სწრაფად და რამდენად ყველა სუბიექტი ახორციელებდა ხელახალი რეგისტრაციის განხორციელებას. სამწუხაროდ, მიმართვიანობის ტემპი ბიზნესის მხრიდან არცთუ მაღალია და შესაბამისად, საკმაოდ დიდია იმ კომპანიების რიცხვი, რომლებიც სავარაუდოდ, მოქმედ ბიზნესებს წარმოადგენენ და საკუთარი სარეგისტრაციო მონაცემები შესაბამისობაში არ მოუყვანიათ ახალ კანონმდებლობასთან. აქედან გამომდინარე, ჩვენ შემოვდივართ ინიციატივით, რომ ერთი მხრივ, გადავადდეს რეგისტრაციის ვადა და გარდა ამისა, ახლებურადაც რეგლამენტირდეს გარდამავალ პერიოდთან დაკავშირებული ცალკეული საკითხი”, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ღამბაშიძე: მგონი პირველად მისი არსებობის მანძილზე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ წინა მთავრობამ ქვეყნისთვის რაღაც კარგი გააკეთა, რაც თავდაყირა აყენებს ცენტრალურ ნარატივს, რომ წინა მთავრობამ ქვეყნისთვის მხოლოდ ცუდი გააკეთა

„წინააღმდეგობის პლატფორმა“ – ირაკლი კობახიძის ღია წერილი კიდევ ერთხელ ამხელს სიმართლეს: რეჟიმი, რომელიც უპირისპირდება სტრატეგიულ პარტნიორს – აშშ-ს, უპირისპირდება ქართველი ხალხის არჩევანს, თავისუფლებას, დასავლურ კურსსა და დემოკრატიას

პროკურორი – მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა 18 წლის ბიჭმა გავლისას უბრალოდ მხარი გაარტყა, ბრალდებულმა ის “რატის ბარის” უკანა სივრცეში ერთ-ერთ ოთახში შეიყვანა, დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, დაჭრილი მიატოვა და სუფრასთან დაბრუნდა