პარლამენტმა კომუნიკაციების ომბუდსმენის თანამდებობაზე გვანცა ჩხეიძეს ხელახლა გამოუცხადა ნდობა

საქართველოს პარლამენტმა კომუნიკაციების ომბუდსმენის თანამდებობაზე გვანცა ჩხეიძეს ხელახალი ვადით გამოუცხადა ნდობა.
გვანცა ჩხეიძე კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი – კომუნიკაციების ომბუდსმენია, რომელიც სატელეკომუნიკაციო სფეროში უფლების დარღვევის შემთხვევაში, კვალიფიციურ და უფასო დახმარებას გასცემს.
გვანცა ჩხეიძე 2019 წლიდან მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის აპარატში მუშაობდა. მანამდე, წლების განმავლობაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობდა. ამ სამინისტროში თითქმის 10 წლის განმავლობაში იურიდიული და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტის სახელმწიფო და სასამართლო ორგანოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაცია ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს მოუწოდებს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ძლიერი სადამკვირვებლო მისია ჩამოაყალიბონ