პარლამენტმა ირაკლი კობახიძის მინისტრთა კაბინეტს ნდობა გამოუცხადა

84 მომხრე, 10 წინააღმდეგი – პარლამენტმა ირაკლი კობახიძის მეთაურობით, საქართველოს მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.
კენჭისყრამდე დეპუტატებმა მოისმინეს ირაკლი კობახიძის სამთავრობო პროგრამა. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტის წევრების შეკითხვებსაც უპასუხა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ს გადადგომის შემდეგ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მ პარლამენტში წარადგინა მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა თქვა, რომ პარლამენტის წინაშე წარადგინა 10-თვიანი გეგმა, რომელშიც საუბარია დაწყებული ინიციატივების ბოლომდე მიყვანაზე. როგორც მ განმარტა, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამის საფუძველზე, წარმოადგენენ 4-წლიან სამთავრობო პროგრამას, რომელშიც ასახული იქნება სამთავრობო ინიციატივები.
მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთი, თავდაცვის მინისტრი, იცვლება და მას პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირაკლი ჩიქოვანი დაიკავებს.
კონსტიტუციის თანახმად, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი მისი დანიშვნიდან 2 დღის ვადაში − მინისტრებს. თუ საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, იგი დანიშნულად ჩაითვლება.