პარლამენტმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს მოუსმინა

პარლამენტმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს მოუსმინა. ნათია თურნავამ ეროვნული ბანკის 2024-2026 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი წარადგინა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა.
მისი თქმით, საფინანსო სისტემა საერთაშორისო სანქციების ერთგულია და ეროვნული ბანკი მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ ეს პროცესი უხარვეზოდ წარიმართოს.
თურნავამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა შეწყვეტილი არ არის და მის აღდგენასთან დაკავშირებით, მუშაობას განაგრძობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო