პარლამენტმა დეპუტატ ირაკლი ბერაიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა დეპუტატ ირაკლი ბერაიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა. შესაბამისი დაგეგმილება 85 ხმით მიიღეს.
ირაკლი ბერაიამ აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაიკავა თანამდებობა, რომელიც პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელია – ის დაზვერვის სამსახურის უფროსად დაინიშნა.
ბერაია პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იყო.