პარლამენტმა არაერთი ნაბიჯი გადადგა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შესაქმნელად, მათ შორის, ევროკავშირთან დაახლოების მხრივ – შალვა პაპუაშვილი

„სოფლის მეურნეობას მნიშვნელოვანი როლი აქვს ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში და ასევე, სოციალური კეთილდღეობის გაზრდაში. საქართველოს მოსახლეობის 40% დღესაც სოფლად ცხოვრობს და ამიტომ სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. პარლამენტმა არაერთი ნაბიჯი გადადგა, რომ შეექმნა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა სოფლის მეურნეობის და ზოგადად სოფლის განვითარებისთვის, მათ შორის ევროკავშირთან დაახლოების მხრივ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პუბლიკაციის – „საქართველოს სოფლის მეურნეობა: ტრანსფორმაცია და ბოლო ათწლეულის განვითარების ტენდენციები“ პრეზენტაციაზე.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირის 180-ზე მეტი სამართლებრივი აქტია გადმოღებული ქართულ კანონმდებლობაში, რაც ასახულია შეფასებებში.
„ჩვენი მოლოდინია, რომ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც ამ დღეებში უნდა მიიღონ, დამყარებული იქნება დამსახურებაზე, დამსახურება კი თვალნათელია და გადაწყვეტილებაც, რა თქმა უნდა, შესაბამისი უნდა იყოს. სოფლის მეურნეობის მიმართულებით ჩვენს მსგავს ქვეყნებს თუ განვიხილავთ, აქაც საქართველო, შედარებით სხვა უკვე კანდიდატ ქვეყნებთან – სთან, მოლდოვასთან, ბოსნია- ჰერცეგოვინასთან შედარებით, ლიდერ პოზიციებზეა, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით უკვე საკმაოდ მომწიფებულია. ამიტომ რა თქმა უნდა, ამ მხრივაც მოლოდინი არის მაღალი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ს თქმით, სოფლის მეურნეობას და სოფლის განვითარებას იმ მხრივაც აქვს დატვირთვა, რომ კეთილდღეობის ზრდასთან ერთად საქართველო მიიყვანოს იმ ეკონომიკურ ნიშნულამდე, რომელიც აუცილებელია, რომ სერიოზულად იქნას აღქმული საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში.
„ორი განზომილება აქვს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს. ერთი, ეს არის ქვეყნის ინსტიტუციური სიმწიფე და მეორე, ეს არის ქვეყნის ეკონომიკური სიმწიფე. ინსტიტუციურ განვითარებაზე უფრო ხშირად არის საუბარი და ამაზე ბევრს ვმუშაობთ პარლამენტში, თუმცა ხანდახან ჩრდილში ექცევა ის, რომ ეკონომიკურადაც მომწიფებული უნდა იყოს ქვეყანა და ჰქონდეს უნარი იყოს ევროკავშირის ნაწილი, ჰქონდეს წვდომა არა მხოლოდ სხვადასხვა სარგებელზე, რომელიც ევროკავშირშია, არამედ ამ კონკურენტულ გარემოში არ მოხდეს მისი ეკონომიკის დეგრადირება. ამ მხრივაც, განსაკუთრებული დატვირთვა აქვს სწორედ იმ პოლიტიკას, რომელსაც აწარმოებს საქართველოს ხელისუფლება, რომ უზრუნველყოს კეთილდღეობის ზრდა და ამისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა. ეს არის უპირველეს ყოვლისა უსაფრთხო და მშვიდი გარემო იმისთვის, რომ, ერთი მხრივ, განვითარდეს ბიზნესი და მეორე მხრივ, ინვესტორებისთვის იყოს მიმზიდველი ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ბოლო წლების განმავლობაში თითქმის გაორმაგდა ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი და თუ 3-4 წლის წინ ქვეყნის შიდა პროდუქტი 1 მოსახლეზე იყო 4 500 დოლარი, წელს უკვე დაახლოებით 8500 დოლარია.
„პოლიტიკურ ნაწილში, ჩვენ გვაქვს ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით იყოს პოზიტიური. ეკონომიკურ განზომილებაშიც ჩვენ გვაქვს ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ დავაკმაყოფილოთ უკვე საწყისი მაჩვენებელი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ამიტომ, მინდა მადლობა გადავუხადო ყველას ამ სექტორში რთული და ხანგრძლივი მუშაობისთვის“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.