ცუდ კანონს იღებს პარლამენტი. კანონს, რომელიც ხელისუფლების ძალაუფლებას გააძლიერებს და რომლის წინააღმდეგ გამოდის ყველა, ვისთან დაახლოებასაც გვპირდება ხელისუფლება, – ამის შესახებ “ექსპო ჯორჯიას” აღმასრულებელი დირექტორი, რესან ქიქავა აცხადებს. მისი მოსაზრებით, დროთა განმავლობაში, სხვა მოვლენებთან ერთად, ეს ტენდენცია მხოლოდ უარესობისკენ განვითარდება.
“ძალაუფლება დროთა განმავლობაში მხოლოდ ყვრნის, ის არ აკეთილშობილებს. არაფერი უნდა იცოდე პოლიტიკური ისტორიის შესახებ, ამას რომ ვერ ხვდებოდე და ამის საწინააღმდეგოდ არაფერს აკეთებდე”, – წერს სოციალურ ქსელში რესან ქიქავა.
მისი თქმით, ძალაუფლების შესანარჩუნებლად ადამიანების რელიგიურ გრძნობებზე თამაში, ასევე კარგად ნაცნობი, რუსული (აღმოსავლური) პოლიტიკური მოდის ნაწილია, რომელიც “ქართველმა ხელისუფალმა წარსულშიც და ახლაც კარგად მოიზომეს და მოირგეს”.