პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ „გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივას იხილავს

პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ „გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივას იხილავს.
განხილვა პირველი მოსმენით მიმდინარეობს და მას „ქართული ოცნების“უმრავლესობა უჭერს მხარს.
პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ წევრებმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა, მ, ჰერმან საბომ და ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინეს, რომლის მიხედვითაც, „საარჩევნო კოდექსში“ სავალდებულო გენდერული კვოტა უქმდება, ხოლო „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონში უქმდება საბიუჯეტო დაფინანსებაზე 30%-იანი დანამატი ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის გაზრდისა და პარტიებში ქალთა ორგანიზაციების გაძლიერებისათვის.
მმართველის უმრავლესობის მხარდაჭერით ინიციატივას პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს და უყრის კენჭს.

ასევე დაგაინტერესებთ