პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს კენჭს დღეს უყრის

8 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ნდობის მისაღებად მინისტრთა კაბინეტი და სამთავრობო პროგრამა – “ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ გავა.
პარლამენტი მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის დადგენილი წესით განიხილავს და უყრის კენჭს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თავდაპირველად პრემიერ- მინისტრობის კანდიდატი სამთავრობო პროგრამას წარადგენს, რის შემდეგაც დეპუტატები დასვამენ კითხვებს, იქნება სიტყვით გამოსვლები როგორც კომიტეტების, ასევე ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების ფარგლებში.
პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის – 76 დეპუტატის მხარდაჭერა.
მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე განაცხადა. პარტია “ქართულმა ოცნებამ“ პრემიერის პოსტზე წარადგინა.
მინისტრთა კაბინეტში ცვლილება მხოლოდ თავდაცვის მინისტრს შეეხო – ჯუანშერ ბურჭულაძეს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირაკლი ჩიქოვანი ცვლის.
მთავრობა პარლამენტს შემდეგი შემადგენლობით წარედგინა:
პრემიერ-მინისტრი – ირაკლი ;
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი – გიორგი ამილახვარი;
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ოთარ შამუგია;
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი;
საქართველოს თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ჩიქოვანი;
იუსტიციის მინისტრი – რატი ბრეგაძე;
კულტურისა და სპორტის მინისტრი – ;
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ზურაბ აზარაშვილი;
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე;
საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია დარჩიაშვილი;
ფინანსთა მინისტრი – ლაშა ხუციშვილი;
შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური;
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი.
მხოლოდ თავდაცვის მინისტრი იცვლება – ამ პოსტზე ირაკლი ჩიქოვანია წარდგენილი.