პარლამენტი არასრულწლოვანთა შესახებ სპეციალური კანონის განხილვას იწყებს

პარლამენტი არასრულწლოვანთა შესახებ სპეციალური კანონის განხილვას იწყებს
პრაქტიკაში დაინერგება ის მექანიზმი, რომელიც პირველ რიგში დაიცავს ბავშვებს იმ რთული მოვლენებისგან, რაშიც ისინი არიან ჩართული, – განუცხადა ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ არასრულწლოვანთა შესახებ გერმანული კანონის ანალოგზე საუბრისას.
მისი თქმით, მეორე მხრივ, საზოგადოებას ექნება განცდა, რომ სახელმწიფო ზრუნავს ბავშვებზე, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული.
„ჩვენ უნდა განვასხვაოთ, რომ ეს არ არის დასჯა, ეს არის ზრუნვა. არაერთი ქურდობის, ყაჩაღობის, ძარცვის და სხვადასხვა ტიპის ძალადობრივი დანაშაულების შემთხვევები გვქონდა. სამწუხაროდ, სახელმწიფოს სამართლებრივად არ გააჩნდა ქმედითი ბერკეტები ასეთ დროს რეაგირების. შესწავლილია საერთაშორისო ევროპული გამოცდილება, გერმანული მოდელი, სადაც იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებოდნენ ვიზიტით. შეხვდნენ იქ არსებული დაწესებულებების ხელმძღვანელობას, გაიაზრეს და გაიარეს თითოეული ის პროგრამა, რაც ფუნქციონირებს. როგორც დაგვარწმუნეს გერმანელმა სპეციალისტებმა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მოდელი მსგავსი ტიპის შემთხვევებისთვის.
პრაქტიკაში დაინერგება ის მექანიზმი, რომელიც პირველ რიგში დაიცავს ბავშვებს იმ რთული მოვლენებისგან, რაშიც ისინი არიან ჩართული. მეორე მხრივ, საზოგადოებას ექნება განცდა, რომ სახელმწიფო ზრუნავს ბავშვებზე, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული და მათ მიმართ განხორციელდება სარეაბილიტაციო ღონისძიებები“, – აღნიშნა დარახველიძემ.
პარლამენტი არასრულწლოვანთა შესახებ სპეციალური კანონის განხილვას იწყებს. კანონის მიზანია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთა ინდივიდუალური საჭიროებების დადგენის გზით მათი რესოციალიზაცია, რეაბილიტაცია, მხარდაჭერა და დანაშაულის პრევენციის ხელშეწყობა. კანონპროექტი გერმანული კანონის ანალოგია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა