პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი გენერალური აუდიტორის პოსტზე წარდგენილ გიორგი გაბიტაშვილს უსმენს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი გენერალური აუდიტორის პოსტზე წარდგენილ გიორგი გაბიტაშვილს უსმენს. პარლამენტი გაბიტაშვილს ახალ თანამდებობაზე, სავარაუდოდ, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს.
გაბიტაშვილმა კომიტეტის წევრებს გენერალური აუდიტორის პოსტზე საკუთარი ხედვები, გეგმები და პრიორიტეტები გააცნო.
გაბიტაშვილის წინამორბედმა ცოტნე ყავლაშვილმა გენერალური აუდიტორის თანამდებობა ვადაზე ადრე, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ის ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.