პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უსმენენ

პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს აჰმედ ალნუაიმის უსმენენ.
აჰმედ ალნუაიმი სხდომის დაწყებისას მიმართვით გამოვიდა, რის შემდეგაც კითხვა-პასუხის დაწყებისთანავე სხდომა დაიხურა და დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.
დღის წესრიგის გათვალისწინებით, არაბ დიპლომატთან შეხვედრის და საუბრის თემაა საქართველო-არაბთა გაერთიანებული საამიროების ურთიერთობები და არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო პოლიტიკა.
მოსმენის დაწყების წინ განცხადება კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ გააკეთა.
“კომიტეტში მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების ელჩების მოსმენის პრაქტიკა გვაქვს, რაც ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში დაინერგა. მოხარული ვარ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ჩვენი მეგობარი ქვეყნის – არაბთა გაერთიანებული საემიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მოვუსმინოთ.
აჰმედ ალნუაიმი საქართველოს და არაბთა გაერთიანებული საემიროების ურთიერთობებზე და არაბთა გაერთიანებული საემიროების ზოგად საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრებს. აჰმედ ალნუაიმის დიპლომატიურ სამსახურში საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვს. სანამდე საქართველოში ჩამოვიდოდა, შვიდი წლის განმავლობაში იყო არაბთა გაერთიანებული საემიროების მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე გაეროში და ვენაში აკრედიტებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში.
მოგეხსენებათ, უკანასკნელ დროს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის ურთიერთობა ძალიან დინამიურად ვითარდება. იყო არაერთი უმაღლესი დონის ვიზიტი. ერთობლივად ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ კარგი იქნებოდა თუ ბატონი აჰმედ ალნუაიმი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების და ზოგადად, საგარეო პოლიტიკის შესახებ საკუთარ ხედვებს წარმოუდენდა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.