პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მომზადდება სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, რომლის საფუძველზეც დაიწყება მსჯელობა კონკრეტული პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მომზადდება სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, რომლის საფუძველზეც დაიწყება მსჯელობა კონკრეტული პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით
პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მომზადდება სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, რომლის საფუძველზეც დაიწყება მსჯელობა კონკრეტული პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ იმედი LIVE-ში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, წინა ხელისუფლების დანაშაულების გახსენება პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო.
„ყველას რაღაც დონეზე გვავიწყდება რაღაცები, მათ შორის წინა ხელისუფლების უმძიმესი დანაშაულები, თუნდაც ემოციურ დონეზე, ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება, დაგვავიწყდა მთელი რიგი დანაშაულები, რომელიც ჩაიდინა მაშინდელმა რეჟიმმა და ამ ყველაფრის გასახსენებლად ეს კომისია იყო პრინციპულად მნიშვნელოვანი. ნახეთ, რა ტიპის დანაშაულებზე იყო საუბარი ამ კომისიის ფორმატში. უმძიმესი დანაშაულები, ეს ეხებოდა, მათ შორის ბიზნესის რეკეტს, მათ შორის ადამიანების წამებას, ციხეებში შექმნილ მდგომარეობას, ტელევიზიების მიტაცებას, 2008 წლის ომს და ა.შ. უამრავი დანაშაული, უმძიმესი დანაშაულები და ეს გავიხსენეთ ჩვენ სწორედ ამ კომისიის წყალობით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, ასევე კომისიის წყალობით შესაძლებელი გახდა იმის გახსენება, თუ რას აკეთებდნენ იგივე ძალები გასული წლების განმავლობაში, როდესაც ისინი უკვე ოპოზიციის რიგებიდან ვნებდნენ ქვეყანას, ეწეოდნენ საბოტაჟს.
„ამ ყველაფრის გახსენება იყო ძალიან მნიშვნელოვანი და საბოლოოდ მნიშვნელოვანია დასკვნა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შეფასდეს ეს რეჟიმი და ეს კოლექტიური პოლიტიკური ძალა. ამ დასკვნის საფუძველზე ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მომზადდება სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, რომლის საფუძველზეც დაიწყება მსჯელობა კონკრეტული პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით. ეს არის სამართლებრივი პროცესი, რომელიც უნდა დასრულდეს შესაბამისი შედეგით. ცოტა ხნის წინ, გერმანიაში აიკრძალა ერთ-ერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაერთიანება, რომ ნახოთ ამ გაერთიანების არაკონსტიტუციურად გამოცხადების საფუძვლები გერმანიაში, ზუსტად იმეორებს იმას, რასაც აკეთებენ ეს რადიკალური პარტიები ჩვენს ქვეყანაში. მე ვფიქრობ, ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისათვის, რომ მომზადდეს დახვეწილი სარჩელი, რომელიც შევა საკონსტიტუციო სასამართლოში და ეს კოლექტიური პოლიტიკური ძალა, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოშორდეს ქართულ პოლიტიკას იმისათვის, რომ საბოლოოდ გაჯანსაღდეს ჩვენი დემოკრატიული სისტემა“, – განაცხადა ირაკლი მ.
Next: ტრამპის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ენერგეტიკის სფეროში ს წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას ემხრობა

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა სავსე იქნება წინააღმდეგობებით – სათანადო შეფასებას მივცემთ თითოეულ უსამართლო გადაწყვეტილებას, მაგრამ მშვიდად და სიბრძნით გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელს არა რომელიმე უცხოური დედაქალაქის, არამედ საქართველოს მოსახლეობის სასიკეთოდ

დასკვნა შეგვიძლია ზოგადად გამოვიტანოთ, ეს ადამიანი ბიზნესმენობს მხოლოდ მაშინ, როდესაც მას აქვს სასათბურე პირობები შექმნილი ხელისუფლების მხრიდან და ასე აქვს, როგორც ჩანს აწყობილი მთლიანად ბიზნესი