პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ირაკლი კობახიძე სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებით გამოდის

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენებით გამოსვლა დაიწყო.
პრემიერ ირაკლი კობახიძესთან ერთად, პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის წევრები იმყოფებიან. სესიაზე ასევე მიწვეული არიან სახელმწიფო ორგანოების ხელმძღვანელი პირები, ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის მეთაურები, დედაქალაქის მერი, სახალხო დამცველი და სხვა ოფიციალური პირები. პარლამენტში იმყოფებიან სასულიერო პირები.
კობახიძის მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, პლენარული სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. სხდომის ბოლოს კი, პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურება.
საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარული სხდომის დღეს პარლამენტში ე.წ. უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს. პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ბრძანების გათვალისწინებით, შენობაში მედია საშუალებებიდან მხოლოდ ტელემედიის წარმომადგენლები დაუშვეს. ვიზიტორებს პარლამენტის სასახლეში შესვლა ეზღუდებათ.