პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დროებითი საგამოძიებო კომისიის შუალედურ ანგარიშს მოისმენენ

დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დროებითი საგამოძიებო კომისიის შუალედურ ანგარიშს მოისმენენ. საკითხი პლენარული სხდომის დღის წესრიგში ასახულია.
პარლამენტმა ასევე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება კომისიისთვის უფლებამოსილების ვადის ერთი თვით – 5 ივნისამდე გაგრძელების თაობაზე.
საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის ს ინფორმაციით, კომისიამ 13 თებერვლიდან 17 სხდომა გამართა, 55 პირი გამოკითხა, საიდანაც 30-მდე პირი დაზარალებული იყო.
„შემოსულია 400-მდე განცხადება, საიდანაც 300-ზე მეტი განცხადება უკვე დამუშავებულია. ირკვევა, რომ ყველაზე მეტი განცხადება თუ განცხადება-საჩივარი დიდწილად საკუთრების უფლების დარღვევას და წამება-არაადამიანურ მოპყრობაზეა. დასკვნის პროექტის წერა მიმდინარეობს და 100-ზე მეტი გვერდი უკვე შედგენილია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
XI მოწვევის პარლამენტში საგამოძიებო კომისია „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შესწავლის მიზნით შეიქმნა. კომისიის შექმნის ინიციატორი ფრაქცია „ქართული ოცნებაა“. თავდაპირველად კომისიას 2003-2012 წლამდე მომხდარი ფაქტები უნდა შეესწავლა, თუმცა მოგვიანებით უმრავლესობამ გადაწყვეტილება შეცვალა და კომისიას მანდატი დღევანდელ დღემდე გაუფართოვა.