პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა აქტივისტი გელა ხასაია დააკავეს

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა აქტივისტი გელა ხასაია დააკავეს. ტერიტორიიდან მის გადაყვანას ხმაური მოჰყვა.
როგორც ადგილზე მყოფი აქტივისტის მეგობრები აცხადებენ, პოლიციელებმა გელა ხასაია იდენტიფიცირების მიზნით შეაჩერეს და მისი ზურგჩანთის დათვალიერება მოითხოვეს, რაზეც ხასაიამ უარი განაცხადა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” -ში განუცხადეს, გელა ხასაია ადმინისტრაციული წესით, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.
პარლამენტის მიმდებარედ რამდენიმე აქტივისტი შეიკრიბა, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას აპროტესტებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ცხოველზე ძალადობისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, თელავში ძაღლი პნევმატური იარაღით მოკლა – დანაშაული 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

სალომე სამადაშვილი – ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარეობსო, პუტინს უთქვამს და აბა ხომ არ ტყუისო, ამოიქოქა „ქოც-რუსული“ პროპაგანდა, პუტინი 20 წელია რევანშის მოწყობას ცდილობს დასავლეთისთვის – რევანში საქართველოში არც ივანიშვილის ხელით გამოუვა