პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან აქციის მონაწილეებმა ქაშვეთის ტაძართან გადაინაცვლეს

საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგე მოქალაქეებმა ქაშვეთის ტაძართან გადაინაცვლეს.
ისინი გეგმავენ, ტაძარში მყოფ მრევლს შეუერთდნენ და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ილოცონ.
ჯერჯერობით უცნობია კიდევ რა აქტივობები ექნებათ აქციის მონაწილეებს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ისინი პოლიციელებს სააღდგომო წითელ კვერცხებსა და პასქებს გადასცემენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გარემოს ეროვნული სააგენტო – 21-23 ივლისს, აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურამ შესაძლებელია 38-40 გრადუსს მიაღწიოს – ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს