პარლამენტის მიმდებარედ აქციის მონაწილეების ნაწილი კვლავ რჩება

პარლამენტის მიმდებარედ აქციის მონაწილეების ნაწილი კვლავ რჩება.
9 აპრილის ქუჩაზე, სადაც სპეცრაზმი და პოლიციაა განლაგებული, მოქალაქეები სკანდირებენ: “საქართველო, საქართველო”.
ისინი პოლიციელებს მოუწოდებენ, გადავიდნენ აქციის მონაწილეების მხარეს.
მათივე განცხადებით, ისინი დაშლას არ აპირებენ.
პარლამენტის შესასვლელებთან მობილიზებულია პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმი. ასევე დგას წყლის ჭავლის მანქანა და სასწრაფო დახმარების ჯგუფი.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი – აშშ გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობას – ამ კანონმდებლობამ და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო საეჭვო ტრაექტორიაზე დააყენა