პარლამენტის მიმდებარედ აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
პარლამენტთან შეკრებილმა მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებული პირები.
საკანონმდებლო ორგანოსთან უწყვეტი პროტესტი 301 დღეა მიმდინარეობს.
აქცია გაიმართა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთანაც, საიდანაც მოქალაქეებმა საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირზე აქციაზე გადმოინაცვლეს.

ასევე დაგაინტერესებთ