პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე გიორგი ვოლსკისთან და დეპუტატებთან ერთად, ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცა.
შალვა პაპუაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მიულოცა შობის დღესასწაული.
„შობის დღესასწაულს ვულოცავ სრულიად საქართველოს. დღეს არის მნიშვნელოვანი დღე, როდესაც კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რომ ღმერთი არის თითოეული ჩვენგანის გულში. სიკეთე, სიყვარული უნდა სუფევდეს ჩვენს ოჯახებში, ჩვენს სამშობლოში და აი ამ შეგრძნებით უნდა ვიცხოვროთ ყოველდღიურად”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, -ის საშობაო ეპისტოლეზე.
„გუშინ პატრიარქმა თავის ეპისტოლეში რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს გაუსვა ხაზი მათ შორის იმას, რომ დღეს მთლიანად სამყარო არის გამოწვევის წინაშე. არ არის სიმშვიდე სხვადასხვა რეგიონში და განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში, ამიტომ ყველამ უნდა დავაფასოთ და გავუფრთხილდეთ მშვიდობას და ვეცადოთ, რომ ეს მშვიდობა ჩვენს გულებში, ჩვენს ოჯახებში და ჩვენს სამშობლოში იყოს”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ქრისტესშობის დღესასწაულის საზეიმო მსვლელობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით 2000 წლიდან აღინიშნება.
ალილოს მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება.
შეგროვებული საჩუქრები და ტკბილეული ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დარიგდება.

ასევე დაგაინტერესებთ

რევაზ კიკნაძე – სამი დღე-ღამე ვიყავი კარცერში – ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ჩამიყვანეს, თვითონ გადაამეტეს და მე ჩამიყვანეს კიდევ, ამათმა კარცერში კი არა, კუბოში რომ ჩამიყვანონ, ჩემზე თავისუფლები ვერ იქნებიან

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებაზე შსს განცხადებას ავრცელებს – უწყების ინფორმაციით, მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება ედება