პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს ცესკოს ოთხი წევრის თანამდებობაზე ასარჩევად გიორგი ძაგანიას, გიორგი ჭიქაბერიძის, დიმიტრი ჯავახაძისა და გიორგი ჯავახიშვილის კანდიდატურებს წარუდგინა

პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს ცესკოს ოთხი წევრის თანამდებობაზე ასარჩევად გიორგი ძაგანიას, გიორგი ჭიქაბერიძის, დიმიტრი ჯავახაძისა და გიორგი ჯავახიშვილის კანდიდატურებს წარუდგინა.
მათ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ეყარა კენჭი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ცესკოს წევრების ასარჩევად დადგენილია 90-ხმიანია კვორუმი, ხოლო მმართველ გუნდს პარლამენტში 90 ხმა არა აქვს, დღევანდელ კენჭისყრაზე ოთხივე კანდიდატურა ჩავარდა.
მათი არჩევის მეორე რაუნდი მომდევნო სასესიო კვირას გაიმართება. ამ შემთხვევაში ცესკოს წევრობის კანდიდატურების მხარდასაჭერად უბრალო უმრავლესობა – 76 ხმა იქნება საჭირო.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორის გაძლიერების მიზნით ჩვენი ხელისუფლება 7 მლრდ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა

გიორგი ქადაგიძე: რეალურად, რაზე დგას ივანიშვილის რეჟიმი, ეს არის მის მიმართ ლოიალურად განწყობილი რამდენიმე ასეული ბიზნესმენი და რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც უკიდეგანოდ მდიდრდება იმით, რომ … (ვიდეო)