პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ალექსანდრე ტაბატაძემ დაიკავა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ალექსანდრე ტაბატაძემ დაიკავა.
ტაბატაძის აღნიშნულ პოსტზე დანიშვნას ხმა 83-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგი არც ერთი ყოფილა.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც კომიტეტის ხელმძღვანელი ირაკლი ბერაია დაზვერვის სამსახურის უფროსად დაინიშნა.
ბერაიას სადეპუტატო უფლებამოსილება უკვე შეუწყდა – მის ადგილმონაცვლედ კი პარლამენტში ლევან მაჭავარიანი შევიდა.