პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტზე, ოპოზიციის კვოტით, „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელს ილია ინჯიას აირჩევენ

პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტზე, ოპოზიციის კვოტით, „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელს ილია ინჯიას აირჩევენ.
ოპოზიციონერ ვიცე-სპიკერად ილია ინჯია პოლიტიკურმა ჯგუფმა „ევროპელი სოციალისტები“ წარადგინა, რომლის არჩევის საკითხი პარლამენტის მიმდინარე კვირის პლენარული სხდომის დღის წესრიგში ასახულია.
XI მოწვევის პარლამენტში ასევე ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერია სოზარ სუბარი.
ილია ინჯიას არჩევის შემდეგ, პარლამენტის სპიკერატში ექვსი ვიცე-სპიკერი იქნება: – პირველი ვიცე სპიკერია გია ვოლსკი, უმრავლესობის კვოტით არჩეული ვიცე სპიკერები არიან – ნინო წილოსანი, თეა წულუკიანი, გიორგი კახიანი, ხოლო ოპოზიციას პარლამენტის სპიკერატში სოზარ სუბარი და ილია ინჯია წარმოადგენენ.
„ხალხის ძალა“ და „ევროპელი სოციალისტები“ XI მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნებისგან“ გამოყოფილი პოლიტიკური ჯგუფებია, რომელთაც საპარლამენტო ოპოზიციის სტატუსი აქვთ.
აღნიშნული პოლიტიკური ჯგუფების წევრები პარლამენტში ოპოზიციის კვოტით განკუთვნილ თანამდებობებს იკავებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა კაკაბაძე: ციხე არსებობს კრიმინალისთვის. ვინც ჩაიდენს კრიმინალს, ეს იქნება უფლებადამცველი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ყველას ადგილი უნდა იყოს იქ, რისთვისაც არის ციხე შექმნილი. ეს არის პრევენციაც… (ვიდეო)