პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გიორგი გახარიას უსმენენ

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ყოფილ პრემიერ-მინისტრს, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს გიორგი გახარიას უსმენენ. გახარია პარლამენტში ცოტა ხნის წინ მივიდა.
დღის წესრიგის მიხედვით, მასთან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობებზე მის მიერ გაწეული საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრებენ.
გიორგი გახარიამ სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა და აღნიშნა, რომ მათ კითხვებს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ უპასუხებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

სანდრო ბრეგაძე: ტ ა ძ ა რ ი არ არის არც მინისტრის არც დეპუტატის და არც რომელიმე მოკვდავის (თუნდაც სასულიერო პირის სახლი) – ტ ა ძ ა რ ი უფლის სახლია და უფალი სამთავრობო დაცვის საშვებს არ გასცემს