პარლამენტის დელეგაცია ქალაქ ბარში საქართველოს საპატიო საკონსულოს ესტუმრა

საქართველოს პარლამენტის მონტენეგროს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი მონტენეგროში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ბარში საქართველოს საპატიო საკონსულოს ესტუმრა და საპატიო კონსულ რადე ვუიაჩიჩთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურმა განაცხადა.
შეხვედრაზე მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობის დინამიკა. აღინიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ამ მხრივ მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება. ხაზი გაესვა ბარსა და ბათუმს შორის დამეგობრების შესახებ შეთანხმების გაფორმებას და ტურიზმის განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს.
ქართულმა დელეგაციამ საპატიო საკონსულოს საქმიანობა დადებითად შეაფასა. მოგვიანებით დელეგაცია ქალაქ ბარის მერს დუშან რაიშევიჩს შეხვდა, რა დროსაც ბარსა და ბათუმს შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში არიან: მონტენეგროს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე გრეტა წიწავა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

დასანანია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადება, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გაურკვეველი დროით გადადების შესახებ – თავდაცვის სამინისტრო